მოგზაურობა გერმანიაში

Monday, March 15, 2010

პროექტი

  1. პროექტის სახელი: გერმანელი ახალგაზრდების ჰობი

  2. პროექტის მოკლე აღწერა: თავისუფალი დრო, ჰობი, ტურიზმი, ქვეყანათმცოდნეობა

    1.როგორ ცხოვრობს ახალგაზრდობა გერმანიაში? თავისუფალი დროს დაგეგმვა, მათი ინტერესები–ტურიზმი, ტექნიკა, ტრანსპორტი, სპორტი, მუსიკა

    2ტექსტების გაგება თემატიკის მიხედვით დალაგება,კითხვის უნარ–ჩვევისა და ტექნიკის გამომუშავება. ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული თავისებურების ცოდნა

  3. პროექტის სრული აღწერა: .

    მუშაობა სურათებით,კოლაჟით.სიტყვები დავწეროთ დაფაზე.მოსწავლეები ასახელებენ თავისუფალი დროის საქმიანობების გამომხატველ ზმნებს დაადგენენ მინიდიალოგებს დასახელებული ზმნების გამოყენებით.

    მოსწავლეები[ ჯგუფებში]მაგალითების მიხედვით ბარათზე წერენ გამოთქმებს და დიალოგური თამაშებისათვის შემდეგნაირად იყენებენ:ბარათები რიგდება ჯგუფებში, შემდეგ ბარათები რამდენჯერმე აირევა ერთმანეთში. თამაშის მიზანია, მოსწავლეებმა შესძლონ ნასწავლი მასალის ამა თუ იმ სიტუაციაში გამოყენება. დიალოგების შედგენა.

    შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად წერენ პატარა ტექსტებს საკუთარი თავისუფალი დროის, ჰობის შესახებ, რისთვისაც იყენებენ უკვე ჩანიშნულ სიტყვებსა და გამოთქმებს. აკეთებენ კედლის გაზეთს კლასის ექსკურსიის შესახებ. გაზეთის მასალები უნდა მოიცავდეს ასევე გერმანელი თანატოლების ჰობის შესახებ, თუ როგორ ატარებენ ისინი თავისუფალ დროს. მასალები უნდა მოიძიონ ინტერნეტში საიტზეwww.langenscheidet.de

  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10 კლასი

  5. ვადები და ხანგრძლივობა: ორი კვირა

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მუშაობა სურათებით, კოლაჟით. მოსწავლეები დიალოგიური თამაშებისათვის იყენებებენ ბარათებს, ისმენენ ტექსტს. მოიძიებენ ინტერნეტში მასალებს და უშვებენ კედლის გაზეთს.

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს შეეძლება საუბრიდან ძირითად პუნქტების, გაგებას, რომელიც თავისუფალ დროს შეეხება. შესძლებს შესაბამისი თემის შესახებ ინფორმაციის მიღებას, შეძლებს იმ ტექსტების წაკითხვას რომლებშიც ხშირად ხმარებული ყოფითი ენა გამოიყენება. შეძლებს მოგზაურობისას სხვადასხვა თემებზე საუბარს: ტურიზმი, ტექნიკა, ტრანსპორტი, სპორტი, მუსიკა

  8. სარგებელი სხვებისათვის:შესძლებს შესაბამისი თემის შესახებ ინფორმაციის მიღებას რომელიც მოინდომებს იგივე თემის შესახებ რაიმეს შეტყობას.

  9. სამუშაო ენა: გერმანული, ქართული

  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული, გეოგრაფია, ქართული ენა, ისტი.

  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლალი ჯინჭარაძე

  13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lalidjincharadze@gmail.com

  14. პროექტის ფორუმი:
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lalidjincharadze.blogspot.com